შეძენის პირობები
📦 შეკვეთის განთავსება & მიწოდება
* შეკვეთების მომზადებისა და მიწოდების დრო შეადგენს 2–3 საათს შეკვეთის დადასტურებიდან.
* იმავე დღეს მისატანი შეკვეთა მიიღება მაქსიმუმ 10:00 საათამდე.
* მიწოდება თბილისის მასშტაბით – 15 ლარი.
* მიწოდება თბილისის შემოგარენში (მცხეთა, საგურამო, რუსთავი და სხვა) – 20 ლარი.
🚚 მიწოდების პირობები
* შეკვეთისას აუცილებელია დამკვეთისა და ადრესატის სრული და ზუსტი მონაცემების მითითება.
* იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ მისამართზე თაიგულის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი ბრუნდება ბლუმერიას მაღაზიაში.
* დამკვეთთან შეთანხმებით, თაიგული იგზავნება ახალ მისამართზე (დამატებითი მიწოდების საფასურის გათვალისწინებით) ან გადაეცემა თავად დამკვეთს.
🌸 ინფორმაცია პროდუქციის შესახებ
* ვებგვერდზე წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით, ზუსტი ანალოგის დამზადება შეუძლებელია.
* დაცული იქნება თაიგულის ფერთა გამა, სტილი და მოცულობა.
* სეზონურობისა და მარაგების გათვალისწინებით, ყვავილი შესაძლოა ჩანაცვლდეს მსგავსი ვიზუალური და ხარისხობრივი ალტერნატივითვ (დამკვეთთან შეთანხმებით).
💳 შეკვეთის გაუქმება და დაბრუნების პოლიტიკა
*შეკვეთის შეცდომით გაფორმების ან გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ თაიგულის გაგზავნამდე.
* თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 7 სამუშაო დღის ვადაში.
* დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს გადახდილი თანხის 80%-ს.
* მიწოდებული თაიგულის დაბრუნება არ ხორციელდება, გარდა მიტანის დროს მიღებული დაზიანებების შემთხვევაში.
* მიტანის პროცესში დაზიანებული თაიგულის მიღებისას, ადრესატმა ან დამკვეთმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს ბლუმერიას საკონტაქტო ტელეფონის საშუალებით (+995510002403) და გამოაგზავნოს მიღების პროცესში გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა.
📲 კონტაქტი
დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 510 00 24 03**.
---
"გამოხატე ემოცია ყვავილებით"